- რისკი
- დაურწმუნებლობა საკუთარი მოქმედებების შედეგებში; ანუ დამანგრეველი შედეგების ვერგამოთვლის შესაძლებლობა, რომელიც ინდივიდუალური ნებისაგან დამოუკიდებლად შეიძლება მოხდეს. პრინციპში, ეს ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი აღმოუფხვრელი თანამგზავრია, მაგრამ მაღალი მოდერნიზმის პირობებში ის ახალ მასშტაბებს და შესაძლებლობებს იძენს. მაღალი მოდერნულობის შემთხვევაში წარმოიშობა საფრთხესთან ერთად ცხოვრების გარდაუვალობა, რომელიც გამოსულია არა მარტო ინდივიდების კონტროლიდან, არამედ დიდი ორგანიზაციების და სახელმწიფოების კონტროლიდანაც. ეს საფრთხე უმაღლესი ინტენსივობისაა და ემუქრება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, და პოტენციურად მთლიანად კაცობრიობას. მაღალი მოდერნულობის რისკი განსხვავდება წინა გამოცდილებებიდან როგორც სუბიექტურ, ასევე ობიექტურ დონეებზე. ორივე დონეზე არსებობს რისკის ბევრად უფრო ძლიერი შეგრძნება, ვიდრე წარსულში. ობიექტურ დონეზე შეიმჩნევაSource: თევზაძე გიგი - ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
Georgian encyclopedia. 2013.